
ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მე დაბადებულიც არ ვიყავი. ჩემი ძმა რომელიც 6 წლით დიდია ჩემზე მთელი ბავშვობა დაჩხაპნილი "პლასტინკის" ხმას ისმენდა ...ჩემი დაბადების შემდეგ უკვე ერთად ვუსმენდით ჯერ რუსული წარმოების მონო ფირსაკრავით შემდეგ ასევე რუსული წარმოების სტერეო მოწყობილობით. მაშინ ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რა გამოცემა იყო ფირფიტა ან ფირსაკრავი, რა სტერეო სისტემა მექნებოდა და ა.შ მეგონა რომ რაც მქონდა ეგ იყო და მეტი არაფერი დედამიწაზე, და ამით ბედნიერიც ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, შუქის მოსვლას რო ველოდებოდით ერტად იმიტომ რომ რაღაცისთვის მოგვესმინა და მერე ჩვენი, განსხვავებული ენით გვემღერა. საინტერესო იყო The Beatles - Girl-ის ჩემი ძმის მოგონილი ტექსტი რომელსაც მეც წარმატებით ვასრულებდი და დღემდე მახსოვს :) ბევრი რამე გვქონდა რუსული მელოდიას გამოცემა რამდენიმე კარგი გამოცემაც მამაჩემის ჩამოტანილი უფრო განვითარებული ქვეყნიდან:) მერე გავიდა დრო გავიზარდე კასეტა უფრო მოდური და კომპაქტური გახდა შემდეგ დისკი შემოვიდა რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვაგროვებდი ვყიდულობდი ვუსმენდი და ეს პროცესიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მაგრამ არა ისეთს როგორც ანალოგური ფირფიტა... ფირფიტის მოთხოვნილება რომ ისევ დამიბრუნდა წარმოუდგენელი მეგონა რეალობად მექცია ჩემი ოცნება მქონოდა დიდი კოლექცია კარგი ფირსაკრავი და კარგი სისტემა, აქამდე ჯერაც ვერ მივედი მაგრამ პროცესი დაწყებულია და რაღაც ეტაპზე გადავედი უკვე სერიოზულად შემიძლია ვიფიქრო ოცნების განხორციელებაზე მაქვს ფირსაკრავი და საკმარისი რაოდენობის ჩანაწერი.ზუსტად ის ჩანაწერები რომლებიც მიყვარს და სიამოვნებით ვუსმენ. დაბადებამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება დაიწყო რამდენიმე წლის წინ ალბათ 14-15 წლის ასაკში, მაჩუქეს რუსული მელოდიას გამოცემა Pink Floyd - Delicate Sound of Thunder ასევე ქართული გამოცემა იგივე ალბომის რომელიც სასაცილოდ გამოიყურება ორ დისკიანი ალბომი ცალცალკე იყიდებოდა და შეგეძლო მარტო მეორე დისკი გეყიდა.:)) მესამე ალბომი იყო იგივე Pink floyd-ის Master of Rock გარეკანი შელახული აქვს მაგრამ არაუშავს დღემდე თავისი ადგილი აქვს ჩემს კოლექციაში მერე გავიდა რამდენიმე წელი ჩემი კოლექცია კი მხოლოდ ორი ალბომისგან შედგებოდა:) ნელნელა ვამატაბედი მშრალ ხიდზე მონაპოვარ ალბომებს რომლებიც როგორც წესი რუსული გამოცემა იყო თუ არადა ძვირი ღირდა და ეხლა უფრო ძვირი ღირს, ბევრჯერ მინახავს კარგი ალბომი მთელი დღე მოსვენებას რომ არ მაძლევდა მაგრამ როგორია გადაიხადო 60 70 ლარი იმაში რაც შეგიძლია ამაზონზე ბევრად იაფად იყიდო თან უფრო კარგ მდგომარეობაში :) მაგრამ მაინც მიყვარს მშრალ ხიდზე სიარული და ასფალტზე დალაგებული ფირფიტების ქექვა, კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ და მგონი არასდროს ვბრუნდები ხელცარიელი ერთი ფირფიტა მაინც ემატება ჩემს თაროს. ერთხელ გავიგე რომ მაღაზია გახსნილა თბილისში რსადაც ახალი ვინილები იყიდებოდა ეს უვკე დიდი მოვლენა იყო ვერ მოვისვენე იმ დღესვე წავედი, როგორც კი შევედი თაროზე დავინახე Pink Floyd - The Dark Side of The Moon მიუხედავადიმისა რომ ძველი შემსრულებლების ახალი გამოცემები დიდად არ მხიბლავს ვეღარ მოვითმინე არც დავფიქრებულვარ საფულე ამოვიღე და 100 ლარი დავთვალე ვიცოდი კიდე დიდი ხანი ვერ ვიშოვიდი ფულს მაგრამ მაინც ვიყიდე 70 ლარად და სანამ სახლში მივიტანე ძალიან მეშინოდა რამე არ მოსვლოდა, მუყაოს ყდა არ დაზიანებულიყო:)) მაგრამ სახლში მიტანა რას მაძლევდა? მივიტანე და ყურებით დავტკბი, მეორე დღესაც დავტკბი, მომდევნო დღეებშიც იგივე მეორედებოდა, მერე ვიშოვე რაგაც ფირსაკრავი და რომ ჩავრთე იმედები გამიცრუვდა ძალიან უხარისხო დანადგარი აღმოჩნდა მოსმენას აზრიც არ ქონდა ასე რომ გადავდე ისევ და დავიცყე იმაზე ფიქრი როგორ სად ან რამდენად მეყიდა კარგი ფირსაკრავი... ცოტა ხნის შემდეგ შვედეთში წავედი როგორც კი ჩავედი აღმოვჩნდი გოტენბურგის რკინიგზის მთავარ სადგურში თვალი მოვკარი მუსიკალურ მაღაზიას მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა მთელი ღამე ამ მაღაზიაზე ვფიქრობდი და მეორე დღეს პირველი რაც გავაკეთე იმ მაღაზიას მივაკითხე და ჩემ მეგობარს ვურჩიე წასულიყო თავის გზაზე რადგან დიდი ხანი მომიწევდა იქ ყოფნა :)) დაახლოებით 5 საათამდე გავატარე იქ...რამდენიმე კარგი ჩანაწერიც ვიყიდე, მეორე დღესაც იგივე განმეორდა :)) მერე მასწავლეს სხვა ადგილებიც სადაც უფრო დიდი და კარგი მაღაზიები იყო იქაც წავედი მახსოვს მაღაზია ბენგანსი ძალიან დიდი იყო და ძალიან ბევრ რამეზე დამწყდა გული რომ ვერ ვიყიდე დაბნეული დავდიოდი ფირფიტების რიგებში და ვერ ვირჩევდი რა მეყიდა და რა დამეთმო. სულ რომ არაფერი მეყიდა მაინც საოცარი გრძნობა იყო უამრავი თარო და ყუთი იყო სადაც შეგეძლო საათობით თავჩაყოფილი ყოფილიყავი. საბოლოოდ სულ 26 ალბომი და 3 სინგლი ჩამოვიტანე თბილისში, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგრამ რად გინდა ვერ ვუსენდი ყოველდღე გამოვალაგებდი გადავხედავდი გავწმენდდი და ამით ვიკლავდი წყურვილს... ამ დროს მშრალ ხიდს ისევ არ ვეშვებოდი და ნელნელა ვამატებდი ასფალტზე დალაგებულ ფირფიტებს. ვერა და ვერ მოვაბი თავი ფირსაკრავის ყიდვას, ვერ გადამეწყვიტა რა მეყიდა რა ფასიანი როგორი, საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე იაფიანებში ყველაზე ხარისხიანში :)) Audio Technica AT-LP60 შევუკვეთე მაგრამ როგორც ყოველთვის მომდის ისე მომივიდა ეხლაც და პრობლემების გამო ვერ გამოაგზავნეს გაიწელა, დააგვიანდა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, სანამ სახლში მივიტანე მაჟრიელებდა ცუდად ვხდებოდი, სამსახურში მთელი დღე ვუყურებდი, ვშლიდი და ვაწყობდი. პირველი რაც ჩავრთე იყო რამდენიმე დღის ჩამოსული The XX - xx ზუსტად მახსოვს ის გრძნობა, მივხვდი რომ ბავშვობის ოცნების პირველი საფეხური გავლილი მქონდა. :))
No comments:
Post a Comment