Tuesday, February 19, 2013

Eno's Green World

ვინმემ რომ მკითხოს რომელია შენი საყვარელი ალბომიო, ერთერთი რაც გამახსენდება ეს იქნება...


საერთოდ არაფერი ვიცოდი ამ მუსიკოსის შესახებ არც ამ ჟანრში მქონდა რამე გასინჯული, ერთხელ მეგობარმა მომასმენინა თავის iPod Video-ში მაშინ აიპოდიც იშვიათი იყო და ბრაიან ინოც:)) თან მითხრა რობერტ ფრიპი უკრავს გიტარაზეო. იმ პერიოდში King Crimson-ის ზენიტში ვიყავი და ამან უფრო გაამძაფრა დაინტერსება
ერთხელ მოსმენით ბევრი ვერაფერი გავიგე მაგრამ მთავარი იყო რომ დამაინტერესა და მალევე ფოლდერიც კი გაიხსნა ჩემს ვინჩესტერზე სადაც ნელნელა ემატებოდა ინოს ალბომები.
ხანდახან იმაზე ვფიქრობ რომ ინო მოძველდა და რაღაც ახალია საჭირო მაგრამ Another Green World-ს როცა ვუსმენ ვხვდები რომ ეს ჩემთვის უახლესი შედევრია.










                                                                     მოუსმინეთ!

ერთ ცენტიანი ფირფიტები

გოტენბურგში რამდენიმე მუსიკალური მაღაზია ვიპოვე და ყველგან რაღაც ვიყიდე ერთი ფირფიტა მაინც.
ალბათ ყველგან ასეა მაგრამ მე სხვა მაღაზიებში არ ვარ ნამყოფი ასე რომ ჯერ მხოლოდ ეს მახსოვს.მაგიდაზე ზემოდან სპეციალურად დამზადებულ ყუთებში ჩალაგებულია ფირფიტები და დაყოფილია შემსრულებლის ან ჟანრის მიხედვით, მაგიდის ქვემოთ ყუთებში იაფფასიანი ან ჩამოწერილი ვინილებია. დავიღალე მაგიდის ქვეშ ძრომიალით და ყველაფერი ვერ ვნახე მაგრამ რამდენიმე საინტერესო ფირფიტა ვიყიდე მხოლოდ ერთ ცენტად :)


მაგალითად Beach Boys - Greatest Hits 












რაც არ უნდა გასაკვირი იყოს David Bowie მოხვდა იმ ყუთებში










ძალიან გამიხარდა ეს რომ დავინახე მიუხედავად იმისა რომ ნორმალურად არც მომისმენია და ამ ფირფიტაზე ჩაწერილი ტრეკები დიდად არ მხიბლავს მაინც ძალიან მიყვარს, ალბათ ფილმის დამსახურებაა:)






მოცარტიც მაგიდის ქვეშ მოხვდა 










მიუხედავად იმისა რომ სასიამოვნო მოსასმენია The Manhattan Transfer არამგონია ოდესმე მეყიდა, მაგრამ გამოვიდა რომ მაჩუქეს :)








იგივე შეიძლება ითქვამს The Platters-ზე

პირველი ნაბიჯი


ეს ის ორი ალბომია წინა პოსტში რომ ვახსენე. სკოლაში ვსწავლობდი რომ მაჩუქეს, გაკვეთილებზე მერხზე წიგნის და რვეულის ნაცვლად ვინილი მედო და გულში მიხაროდა:))
ყველაზე მეტად დამტვერილი ფირფიტები ჩემს ხელში.:))

Pink Floyd - Master of Rock: ეს არის არც თუ ისე პოპულარული კრებული რომელიც გამოიცა 1970 წელს და შემდეგ 1974 წელს, ტრეკები შესულია პირველი ალბომიდან და პირველი სინგლებიდან

Side one:
Chapter 24
Matilda Mother
Arnold Layne
Candy and a Currant Bun
The Scarecrow

Side Two:
Apples and Oranges
It Would Be So Nice
Paint Box
Julia Dream
See Emily Play





მეორე არის 1988 წელს გამოცემული საკონცერტო ალბომი Delicate Sound of Thunder რომელიც ჩაწერილია ამავე წელს ნიუ იორკში ერთერთი შოუს დროს.
ეს ალბომი გამოცემულია საბჭოთა კავშირში სტუდია მელოდიას მიერ



Side One:
Shine On You Crazy Diamond  
Learning to Fly  
Yet Another Movie  
Round and Around  
Sorrow  
The Dogs of War  
On the Turning Away

Side Two:
One of These Days  
Time  
Wish You Were Here  
Us and Them  
Money
Another Brick in the Wall
Comfortably Numb  
Run Like Hell



Analog Sound



ყველაფერი მაშინ დაიწყო როდესაც მე დაბადებულიც არ ვიყავი. ჩემი ძმა რომელიც 6 წლით დიდია ჩემზე მთელი ბავშვობა დაჩხაპნილი "პლასტინკის" ხმას ისმენდა ...ჩემი დაბადების შემდეგ უკვე ერთად ვუსმენდით ჯერ რუსული წარმოების მონო ფირსაკრავით შემდეგ ასევე რუსული წარმოების სტერეო მოწყობილობით. მაშინ ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა რა გამოცემა იყო ფირფიტა ან ფირსაკრავი, რა სტერეო სისტემა მექნებოდა და ა.შ მეგონა რომ რაც მქონდა ეგ იყო და მეტი არაფერი დედამიწაზე, და ამით ბედნიერიც ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი მაგრამ ზუსტად მახსოვს ის შეგრძნებები, შუქის მოსვლას რო ველოდებოდით ერტად იმიტომ რომ რაღაცისთვის მოგვესმინა და მერე ჩვენი, განსხვავებული ენით გვემღერა. საინტერესო იყო The Beatles - Girl-ის ჩემი ძმის მოგონილი ტექსტი რომელსაც მეც წარმატებით ვასრულებდი და დღემდე მახსოვს :) ბევრი რამე გვქონდა რუსული მელოდიას გამოცემა რამდენიმე კარგი გამოცემაც მამაჩემის ჩამოტანილი უფრო განვითარებული ქვეყნიდან:) მერე გავიდა დრო გავიზარდე კასეტა უფრო მოდური და კომპაქტური გახდა შემდეგ დისკი შემოვიდა რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვაგროვებდი ვყიდულობდი ვუსმენდი და ეს პროცესიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა მაგრამ არა ისეთს როგორც ანალოგური ფირფიტა... ფირფიტის მოთხოვნილება რომ ისევ დამიბრუნდა წარმოუდგენელი მეგონა რეალობად მექცია ჩემი ოცნება მქონოდა დიდი კოლექცია კარგი ფირსაკრავი და კარგი სისტემა, აქამდე ჯერაც ვერ მივედი მაგრამ პროცესი დაწყებულია და რაღაც ეტაპზე გადავედი უკვე სერიოზულად შემიძლია ვიფიქრო ოცნების განხორციელებაზე მაქვს ფირსაკრავი და საკმარისი რაოდენობის ჩანაწერი.ზუსტად ის ჩანაწერები რომლებიც მიყვარს და სიამოვნებით ვუსმენ. დაბადებამდე დაწყებული პროცესის გაგრძელება დაიწყო რამდენიმე წლის წინ ალბათ 14-15 წლის ასაკში, მაჩუქეს რუსული მელოდიას გამოცემა Pink Floyd - Delicate Sound of Thunder ასევე ქართული გამოცემა იგივე ალბომის რომელიც სასაცილოდ გამოიყურება ორ დისკიანი ალბომი ცალცალკე იყიდებოდა და შეგეძლო მარტო მეორე დისკი გეყიდა.:)) მესამე ალბომი იყო იგივე Pink floyd-ის Master of Rock გარეკანი შელახული აქვს მაგრამ არაუშავს დღემდე თავისი ადგილი აქვს ჩემს კოლექციაში მერე გავიდა რამდენიმე წელი ჩემი კოლექცია კი მხოლოდ ორი ალბომისგან შედგებოდა:) ნელნელა ვამატაბედი მშრალ ხიდზე მონაპოვარ ალბომებს რომლებიც როგორც წესი რუსული გამოცემა იყო თუ არადა ძვირი ღირდა და ეხლა უფრო ძვირი ღირს, ბევრჯერ მინახავს კარგი ალბომი მთელი დღე მოსვენებას რომ არ მაძლევდა მაგრამ როგორია გადაიხადო 60 70 ლარი იმაში რაც შეგიძლია ამაზონზე ბევრად იაფად იყიდო თან უფრო კარგ მდგომარეობაში :) მაგრამ მაინც მიყვარს მშრალ ხიდზე სიარული და ასფალტზე დალაგებული ფირფიტების ქექვა, კვირაში ერთხელ მაინც გავდივარ და მგონი არასდროს ვბრუნდები ხელცარიელი ერთი ფირფიტა მაინც ემატება ჩემს თაროს. ერთხელ გავიგე რომ მაღაზია გახსნილა თბილისში რსადაც ახალი ვინილები იყიდებოდა ეს უვკე დიდი მოვლენა იყო ვერ მოვისვენე იმ დღესვე წავედი, როგორც კი შევედი თაროზე დავინახე Pink Floyd - The Dark Side of The Moon მიუხედავადიმისა რომ ძველი შემსრულებლების ახალი გამოცემები დიდად არ მხიბლავს ვეღარ მოვითმინე არც დავფიქრებულვარ საფულე ამოვიღე და 100 ლარი დავთვალე ვიცოდი კიდე დიდი ხანი ვერ ვიშოვიდი ფულს მაგრამ მაინც ვიყიდე 70 ლარად და სანამ სახლში მივიტანე ძალიან მეშინოდა რამე არ მოსვლოდა, მუყაოს ყდა არ დაზიანებულიყო:)) მაგრამ სახლში მიტანა რას მაძლევდა? მივიტანე და ყურებით დავტკბი, მეორე დღესაც დავტკბი, მომდევნო დღეებშიც იგივე მეორედებოდა, მერე ვიშოვე რაგაც ფირსაკრავი და რომ ჩავრთე იმედები გამიცრუვდა ძალიან უხარისხო დანადგარი აღმოჩნდა მოსმენას აზრიც არ ქონდა ასე რომ გადავდე ისევ და დავიცყე იმაზე ფიქრი როგორ სად ან რამდენად მეყიდა კარგი ფირსაკრავი... ცოტა ხნის შემდეგ შვედეთში წავედი როგორც კი ჩავედი აღმოვჩნდი გოტენბურგის რკინიგზის მთავარ სადგურში თვალი მოვკარი მუსიკალურ მაღაზიას მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა მთელი ღამე ამ მაღაზიაზე ვფიქრობდი და მეორე დღეს პირველი რაც გავაკეთე იმ მაღაზიას მივაკითხე და ჩემ მეგობარს ვურჩიე წასულიყო თავის გზაზე რადგან დიდი ხანი მომიწევდა იქ ყოფნა :)) დაახლოებით 5 საათამდე გავატარე იქ...რამდენიმე კარგი ჩანაწერიც ვიყიდე, მეორე დღესაც იგივე განმეორდა :)) მერე მასწავლეს სხვა ადგილებიც სადაც უფრო დიდი და კარგი მაღაზიები იყო იქაც წავედი მახსოვს მაღაზია ბენგანსი ძალიან დიდი იყო და ძალიან ბევრ რამეზე დამწყდა გული რომ ვერ ვიყიდე დაბნეული დავდიოდი ფირფიტების რიგებში და ვერ ვირჩევდი რა მეყიდა და რა დამეთმო. სულ რომ არაფერი მეყიდა მაინც საოცარი გრძნობა იყო უამრავი თარო და ყუთი იყო სადაც შეგეძლო საათობით თავჩაყოფილი ყოფილიყავი. საბოლოოდ სულ 26 ალბომი და 3 სინგლი ჩამოვიტანე თბილისში, ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგრამ რად გინდა ვერ ვუსენდი ყოველდღე გამოვალაგებდი გადავხედავდი გავწმენდდი და ამით ვიკლავდი წყურვილს... ამ დროს მშრალ ხიდს ისევ არ ვეშვებოდი და ნელნელა ვამატებდი ასფალტზე დალაგებულ ფირფიტებს. ვერა და ვერ მოვაბი თავი ფირსაკრავის ყიდვას, ვერ გადამეწყვიტა რა მეყიდა რა ფასიანი როგორი, საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე იაფიანებში ყველაზე ხარისხიანში :)) Audio Technica AT-LP60 შევუკვეთე მაგრამ როგორც ყოველთვის მომდის ისე მომივიდა ეხლაც და პრობლემების გამო ვერ გამოაგზავნეს გაიწელა, დააგვიანდა, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, სანამ სახლში მივიტანე მაჟრიელებდა ცუდად ვხდებოდი, სამსახურში მთელი დღე ვუყურებდი, ვშლიდი და ვაწყობდი. პირველი რაც ჩავრთე იყო რამდენიმე დღის ჩამოსული The XX - xx ზუსტად მახსოვს ის გრძნობა, მივხვდი რომ ბავშვობის ოცნების პირველი საფეხური გავლილი მქონდა. :))